|
2017-11-11 10:01:02, 2135 ნახვა
პოლიტიკა
ბეგლარ სიორიძე: იმედია, მომცემთ საშუალებას, ის სასიკეთო ცვლილებები განვახორციელო, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მერობს კანდიდატი ბეგლარ სიორიძე დაბა ნასაკირალის ამომრჩეველს შეხვდა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში გამოცხადებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „დაბა ნასაკირალი ყოველთვის გამოირჩეოდა ინფრასტრუქტურით, რაც ალამაზებდა აქაურობას. მინდა, ნასაკირალს ის ღირსება დავუბრუნო, რაც ჩემი თაობის წარმომადგენლებს კარგად ახსოვთ. იმედია, მომცემთ საშუალებას, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი და ის სასიკეთო ცვლილებები განვახორციელო, რაც თითოეული თქვენგანის კეთილდღეობაზე აისახება“ , - აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ. ადგილობრივებთან შეხვედრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ოზურგეთის მერობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა და მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. „აჭარის მთავრობა თქვენ გვერდითაა და ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან ერთად, ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. ძლიერი რეგიონი კი, ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მართვა და ძლიერი მენეჯერი. ამიტომაც, ბეგლარ სიორიძე ღირსეულ გამარჯვებას იმსახურებს“, - განაცხადა ზურაბ პატარიძემ. ამომრჩეველს სიტყვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემაც. მან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატებები უსურვა. „ჩვენ ყველას გვინდა ნასაკირალის განვითარება. აქ შეკრებილ ადამიანებს კი შეგვწევს ძალა, რომ მისი უკეთესი მომავალი ერთად უზრუნველვყოთ. მოგიწოდებთ, რომ მხარი დაუჭიროთ სახელისუფლო კანდიდატს. თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული პრობლემების სრულად მოგვარება ვერ მოხერხდება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნასაკირალის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ესწრებოდნენ.
(NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)