|
2017-11-08 13:13:41, 1918 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივით გამოდის
ევროპარლამენტი ახალი ინიციატივით გამოდის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთობების გაღრმავება მოხდეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია ნათქვამი. ევროპული საკანონმდებლო ორგანოს ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ, რათა ევროკავშირს უფრო დაუახლოვდნენ. ანგარიშში ხაზგასმულია რუსეთის ფაქტორიც. გარდა ამისა, ევროპარლამენტში დაწესებულ უვიზო მიმოსვლას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასაც დადებითად აფასებენ. ანგარიშის მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება უნდა მოხდეს და ახალი გზები მოინახოს, რათა ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე ქვეყნებს მხარდაჭერა გაუწიონ. აღსანიშნავია, რომ ანგარიში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უკვე მიიღო და მას კენჭს ნოემბერში დაგეგმილ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე უყრიან. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში საუბარია საქართველოსთვის, უკრაინისათვის და მოლდოვასთვის მიზნობრივი ფონდის შექმნაზე. უფრო კონკრეტულად კი, მიზნობრივი ფონდი არის განვითარების ინსტრუმენტი, რომელიც ევროკავშირის მისცემს შესაძლებლობას კრიზისულ და პოსტკრიზისულ სიტუაციებში სწრაფად და მოქნილად იმოქმედოს. ამ ფონდის ფარგლებში მოზიდული იქნება საჯარო და კერძო დონორების რესურსები, რათა სოციალური და ეკონომიკური გაუმჯობესების პროექტებში ინვესტირება მოხდეს. გარდა ამისა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასევე გამოდის რეკომენდაციით, რომლის ფარგლებშიც უნდა გაიზარდოს ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა და არსებული პარტნიორობის გაუმჯობესება მოხდეს. ევროპარლამენტარები ანგარიშში ასევე რუსეთზე ზეწოლის შესაძლებლობაზე საუბრობენ. კერძოდ კი, საქმე ტერიტორიულ კონფლიქტს ეხება, რომელშიც რუსეთი აღნიშნულ ქვეყნებთან არის ჩართული. "ეს განსაკუთრებულია აქტუალური საკითხია, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა და ეს სანქციები 2018 წლის იანვარში უნდა გადაიხედოს". ანგარიშის ავტორები ხაზს უსვამენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ასევე რუსეთის მიერ საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიების ოკუპაციას. "ასოცირების შეთანხმების ქვეყნებმა უნდა იგრძნონ თანადგომა. არ არის საკმარისი მხოლოდ დოკუმენტებზე ხელის მოწერა. მიზანია, ამ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის არსებობდეს ნდობა და თანამშრომლობა გადავიდეს უფრო მაღალ ფაზაზე", - განაცხადა ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა ლიტველმა დეპუტატმა ლაიმა ანდრიკიენემ.
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)