|
2017-10-31 13:54:48, 2008 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: რუსეთი არ გამორიცხავს, რომ მომავალში საქართველოსთან უვიზო რეჟიმი დააწესოს
რუსეთი არ გამორიცხავს, რომ მომავალში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა დააწესოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გაზეთ "იზვესტიესთან" ინტერვიუში განაცხადა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ თარიღებზე ჯერ საუბარი არ არის და განმარტა, რომ "ამ გზაზე ჯერ კიდევ ბევრი წინაღობაა". მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიმდინარეობს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსკოვმა ქართველ კოლეგებს კონკრეტული შეთავაზებები უკვე გაუგზავნა. კარასინის განცხადებით, პირველ ეტაპზე აღნიშნული ვიზალიბერალიზაციის პროცესი ავიაეკიპაჟებს შეეხებათ. "არ გამოვრიცხავთ, რომ სამომავლოდ საქართველოს უვიზო მიმოსვლა დავუწესოთ. სხვა საქმეა, რომ ამისკენ სვლა ჯერჯერობით რთულია. პირველ რიგში ამაში ხელს გვიშლის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობა, რომლებიც როგორც ცნობილია, ქართული მხარის ინიციატივით შეწყდა. ამ ყველაფერზე ასევე მოქმედებს მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი ტერორიზმი და სხვა საფრთხეები, მაგალითად არალეგალური მიგრაცია. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა კარასინმა. კარასინის თქმით, 2016 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემა "საგრძნობლად გაიზარდა". "სხვა წლებთან შედარებით ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე პრაქტიკულად გაორმაგდა და ახლა 40 ათას ადამიანს შეადგენს. მიმდინარე წლის განმავლობაში მგონია, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება", - დასძინა გრიგორი კარასინმა. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარეები ნოემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ, რომელიც პრაღაში 15-16 ნოემბერს ჩატარდება. რუსმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ქართულ მხარეს აღნიშნულ შეხვედრაზე მათ "კონკრეტულ წინადადებებზე" პასუხი ექნებათ. ცნობისთვის, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა. მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში სამოგზაუროდ ვიზა სჭირდებათ. 2011 წელს საქართველომ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუუქმა. კარასინის თქმით, მას შემდეგ საქართველოს ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიონი რუსი ტურისტი სტუმრობს.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)