01:30 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 20:14:07, 2139 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე ეწვევა

31 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარე, აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი ეწვევა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძე და აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.

აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი საქართველოში ვიზიტს 3 ნოემბერს დაასრულებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics