01:30 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-29 16:18:52, 2335 ნახვა

პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსი" პრემიერის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს

ვარდების მოედანზე "პატრიოტთა  ალიანსი" აქციას მართავს. 

„პატრიოტთა ალიანსის“  ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მათი მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს გიორგი კვირიკაშვილი და  მთავრობა.

ინაშვილის თქმით, ხელისუფლება ხალხს ატყუებს.

„უნდა გადადგეს ის მთავრობა და ის პრემიერი, რომელიც ატყუებს ხალხს, თითქოს ეკონომიკური ზრდა 5%-ია და ჩვენ ვხედავთ როგორი კრიზისია ლართან მიმართებაში. უნდა გადადგეს მთავრობა და პრემიერი, რომლის სახელმწოფოშიც მაღალია სიღატაკის დონე,სადაც ათასობით ბავშვს შია, ასობით ადამიანი კარგავს ბინას, სადაც ათასობით მოქალაქე არის საბანკო სექტორის მძევალი. ჩვენ ამ ხელისუფლებას ვაიძულებთ, დაინახოს ეს ხალხი, რომლსაც არ ხედავს, ვერ ამჩნევს და მთელი ეს ორი თვეა იგნორირებას უწევს მოშიმშილეებს, მათ მოთხოვნას, ათასობით ადამიანის გამოსვლას და მოთხოვნას,11 მოშიმშილე კი არა 1 კაცი რომ იდგეს პლაკატით ხელში პარლამენტის წინ და ჰქონდეს კონკრეტული მოთხოვნა, ხელისუფლება ვალდებულია, ჰკითხოს ამ ადამიანს, რას აპროტესტებს ის“,-განაცხადა ინაშვილმა და დასძინა, რომ შიმშილობის აქცია არ შეწყდება.

„დღეიდან სხვა საპროტესტო კერებიც გაჩნდება ქვეყანაში“,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია მსვლელობით ვარდების მოედნიდან პარლამენტის წინ გადაინაცვლებს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics