|
2017-10-20 11:00:38, 1813 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: საქართველო და სხვა ასოცირებული ქვეყნები, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის წინა ხაზზე დგანან
"საქართველო და სხვა ასოცირებული პარტნიორი ქვეყნები, ევროკავშირისა და მისი მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მძიმე აგრესიის წინა ხაზზე დგანან“,-ამის შესახებ საქართველოს ვიცე- პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საგარო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა, როგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული განზომილება, რეგიონში სტაბილურობის, პოლიტიკური ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების მთავარი გარანტია. ჯანელიძემ ასევე იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა ბოლო წლებში მიაღწიეს. ჯანელიძემ მათ შორის ყურადღება გაამახვილა უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე საქართველოს მოქალაქეებისათვის, რასაც წინ უძღოდა მნიშვნელობანი ძალისხმევა, გატარებული რეფორმები და სამუშაოები. მიხეილ ჯანელიძემ ქართველი ხალხის სახელით ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა ვიზალიბერალიზაციის პროცესში გამოხატული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, საქართველომ აამუშავა ყველა საჭირო მექანიზმი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ყოვლისმომცველი საინფორმაციო კამპანია, სადაც ზედმიწევნითაა ახსნილი მოქალაქეების უფლებები და ვალდებულებები. როგორც სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღებული გამოცდილება და მიღწეული შედეგები საქართველოს დაეხმარება განსაზღვროს სამომავლო ნაბიჯები. მისი შეფასებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა უნდა აჩვენოს ნათელი პოლიტიკური ხედვა და მომავალი მიზნები. "აღნიშნული ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ნდობა მხოლოდ პრაქტიკულ შედეგებს არ ეფუძნება"- დასძინა მინისტრმა.
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)