00:32 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 13:27:37, 1905 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის სახელწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში: საქართველო სწორი მიმართულებით მიდის

„საქართველო სწორი მიმართულებით მიდის; ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაუმჯობესოთ ორმხირივი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა“, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში მიხაელ როთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს, ორი ქვეყნის მეგობრულ, 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და ევროკავშირთან ურთიერთობას.

შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე - საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი.

პრემიერ-მინისტრმა გერმანიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანიას, საქართველოს სახით, რეგიონში საიმედო პარტნიორი ჰყავს.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო განათლების სისტემის რეფორმას და ამ პროცესში გერმანული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, ასევე - ორ ქვეყანას შორის არსებული ჰუმანიტარულ-კულტურულ კავშირების გაღრმავებას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics