|
2017-10-05 12:41:48, 2048 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: საქართველოს განვითარების თვალსაზრისით ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია უმნიშვენლოვანესია
“ჩვენი პირველი და უმთავრესი თხოვნა იყო, რომ მხარი დაგვიჭირონ და მაქსიმალური რეაგირება გააკეთონ ისეთ თემასთან დაკავშირებით, როგორიც არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროვოკაციები", - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შემდეგ განახადა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ყურადღება განსაკუთრებით სოფელ ერედვში შენობა-ნაგებობების ნგრევას უნდა მიექცს. მინისტრის შეფასებით ეს პრაქტიკულად ეთნიკური წმენდის გაგრძელებაა. "ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა და რეაგირება მოჰყვეს ამ საკითხს”, - დასძინა დოლიძემ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 3-4 ოქტომბერს, სახელმწიფო მინისტრი კონგრესმენებს-პოლ კუკს, მაიკლ ტერნერს და ტედ დოიჩსს, აგრეთვე, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს კურტ ვოლკერს, ბრუკინგსის ინსტიტუტის აშშ-სა და ევროპის ცენტრის დირექტორს თომას რაიტს შეხვდა, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო ქ. ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ბაიდენის ცენტრში გამართულ დისკუსიაში. შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის, აგრეთვე, დაგეგმილი სამიტებისთვის მზადების საკითხებსა და მოლოდინებზე. განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება „ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის უმნიშვენლოვანესი ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, ერთი მხრივ, ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცებისთვის, მეორე მხრივ, კი გვაქვს უდიდესი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის. სწორედ ამ მიმართულებებით არის მნიშვნელოვანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაცია“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. (NS)
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)