06:39 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 12:14:09, 2258 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთის დე-ფაქტო ეკონომიკის სამინისტრო სირიასთან უბაჟო ვაჭრობის შესახებ პროექტს ამზადებს

სირიის საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება, ე.წ. რესპუბლიკის დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრს შეხვდა, - ამის შესახებ Apsnypress იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შეხვედრა ე.წ. ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა.

"ჩვენი მოვალეობაა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებს, შევქმნათ ქვეყანაში ისეთი პირობები, რომელშიც ბიზნესის განვითარება იქნება შესაძლებელი. ამიტომ, ჩვენ ვამზადებთ პროექტს, რომლის თანახმადაც ორ ქვეყანას შორის უბაჟო ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდება", - განაცხადა დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ.

თავის მხრივ, სირიული დელეგაციის ხელმძღვანელმა სანაა აბო ზაიდმა ე.წ. მინისტრს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სირიაში აფხაზეთთან ურთიერთობების განვითარებას პოზიტიურად უყურებენ.

"ჩვენი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის პრაქტიკული ურთიერთობების დასაწყისი იქნება. ვიზიტის მიზანია კონკრეტული შემოთავაზებების მომზადება და მათი შემდგომი წარდგენა სირიაში", - აღნიშნა ზაიდმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics