05:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 13:54:22, 1794 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ამერიკის შერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ევროკავშირის ოფისის დირექტორს უიტნი ბეარდს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს, კერძოდ, საუბარი შეეხო ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატო-ს მომავალი სამიტისთვის მზადების საკითხებს. სახელმწიფო მინისტრმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით დაფიქსირებულ პროგრესზე,რეფორმების მიმდინარეობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას ინტეგრაციის პროცესში.

„ის სრული მხადაჭერა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიცხადებს ჩვენ, ეფუძნება იმ საქმიანობას, რასაც ჩვენ რეფორმების გატარების კუთხით ვეწევით. იგეგმება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ამერიკელების მხარდაჭერა ევროპელებთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური ასოცირება, ეკონომიკური ინტეგრაცია განვახორციელოთ ევროკავშირთან“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ბორდერიზაციისა და რეგიონების მილიტარიზაციის პროცესისაფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფთხოებას. აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის გასანეიტრალებლად მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics