|
2017-10-02 16:48:56, 2051 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: კავშირები ყველაზე დასავლურ და ყველაზე აღმოსავლურ ევროპულ ქვეყნებს შორის უნდა განმტკიცდეს
საქართველოს და პორტუგალიის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს მარსელო რებელო დე სოუზას გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის მადლობაგადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების საკითხებიგანიხილეს. "ბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით გამოვხატო ის აღტაცება, რომელიც მე და დელეგაციის წევრებს გვაქვს თქვენს მშვენიერ ქვეყნაში სტუმრობისას. ჩვენ შევხვდით ბრაზილიაში შარშან და მაშინვე ნათლად დავინახე, რომ უაღრესად ბევრი შეგვიძლია გავუზიაროთ ერთმანეთს, უაღრესად ბევრი შეგვიძლიაგავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს ხალხებს მივცეთ მეტი და ახალი შესაძლებლობები. ბატონო პრეზიდენტო, მინდა ხაზგასმით მადლობა გამოვხატო თქვენს და, ასევე პორტუგალიის ხელისუფლების მიმართ იმ სტაბილური მხარდაჭერისათვის,რომელსაც ჩემი სამშობლო 25 წელიწადია იღებს თქვენი ქვეყნისგან მთავარ საკითხებზე, რომელიც ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსს ეხება - იქნება ეს ნატო-შიინტეგრაცია, ევროინტეგრაციის პროცესი, მყარი მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული სუვერენიტეტისა, რომელიც ჩვენი მეზობელი რუსეთის მიერააშელახული. ყველა ამ საკითხზე ჩვენ პორტუგალიისგან გვაქვს მტკიცე, პრინციპული მხარდაჭერა და მე მადლობელი ვარ ამისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ დიდ პოტენციალს, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკის, კულტურის, სამეცნიერო გაცვლის, ტურიზმისთვალსაზრისით კიდევ უფრო მეტი გასაქანი მიეცემა, როდესაც თქვენ ჩამობრძანდებით საქართველოში. მე დღეს თქვენ გითხარით, რომ მე ვარ ყველაზე აღმოსავლური ევროპის ქვეყნიდან ჩამოსული ევროპის ყველაზე დასავლეთ ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ეს კავშირები ყველაზე დასავლურ ევროპულ ქვეყანასა და ყველაზე აღმოსავლურ ევროპულ ქვეყანას შორის კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს. ბატონო პრეზიდენტო მე მაქვს შესაძლებლობა მადლობა გითხრათ თქვენ, თანამშრომლობის იმ სულისკვეთებისათვის, რომელსაც შეუძლია ჩვენი ხალხებისთვისუკეთესი შესაძლებლობების გახსნა და ამავე სულისკვეთებით იმედი გამოვხატო, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. დიდი მადლობა გულითადი მხარდაჭერისა და ამ მასპინძლობისთვის",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. პორტუგალიის პრეზიდენტმა მიიღო გიორგი მარგველაშვილის შეთავაზება საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტებისგააქტიურებით ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირები ღრმავდება. პორტუგალიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე და პრინციპული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული დაევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)