|
2017-09-28 15:11:48, 2065 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: მზად ვართ, სახელმწიფო მმართველობის ღიაობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელოთ
საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობას“ სთხოვა შეხვედრა, თბილისში განსახორციელებელი აქტივობების განხილვის მიზნით - ამის შესახებ ინფორმაციას კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე სოციალური ქსელით ავრცელებს. „კახა კალაძე ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) მხარს უჭერდა მაშინაც, როცა მინისტრი იყო და მხარს უჭერს ახლაც, როგორც მერობის ყველაზე რეალური კანდიდატი. ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ ვალდებულება და მომავალშიც განვახორციელოთ მნიშვნელოვანი რეფორმები, სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობის და ღიაობის, საჯარო კონტროლისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად. კახი კალაძის გამარჯვების შემდეგ ქალაქ თბილისის მერიაში ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა გაგრძელდება. ჩვენ უკვე ვთხოვეთ OGP-ში საქართველოს დელეგაციას შეხვედრა თბილისის მომავალი აქტივობების განხილვის მიზნით.” - წერს თალაკვაძე. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდისა და პრემიერ-მინისტრის ძალისხმევით, საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მიმართულებით ხელშესახები წარმატება აქვს, როგორც მისი განხორციელების, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით. „სწორედ ამიტომ, 19 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან ემანულ მაკრონისგან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადმოიბარა”, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)