|
2017-09-28 11:28:33, 2030 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: იმედი მაქვს, პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრა შედგება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის, შეხვედრასთან დაკავშირებით კომუნიკაცია შედგა. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრა ყველაზე სწორი ფორმატი იქნება. „ყველაზე კარგი და სწორი ფორმატი იქნება პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრა. პრეზიდენტს უმრავლესობამ შესთავაზა ასეთი ფორმატით შეხვედრა და იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა შედგება. როგორც ვიცი, არის კომუნიკაცია პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის და იმედი მაქვს, რომ შეთანხმდებიან ისინი შეხვედრის დროსა და ადგილზე. შეთავაზება გაკეთდა საჯაროდაც ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან და მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, იყო კომუნიკაცია უმრავლესობის კონკრეტულ წარმომადგენლებსა და პრეზიდენტის კონკრეტულ წარმომადგენლებს შორის. ეს კომუნიკაცია, სავარაუდოდ, გრძელდება . მე არ მაქვს უახლესი ინფორმაცია. მე პირადად იმედი მაქვს, რომ შედგება შეხვედრა პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა პრეზიდენტთან უმრავლესობის ლიდერმა უნდა წარმართოს. „როცა საუბარია უმრავლესობის და პრეზიდენტის შეხვედრაზე, რა თქმა უნდა უმრავლესობა უნდა იყოს წარმოდგენილი უმრავლესობის ლიდერით. ჩვენ გვაქვს ფორმალიზებული სტრუქტურა, ფორმალიზებული პროცედურები. უმრავლესობას წარმოადგენს უმრავლესობის ლიდერი, შესაბამისად, მან უნდა წარმართოს უმრავლესობის შეხვედრა პრეზიდენტთან",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება ოპოზიციასთან საერთო შეხვედრას, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციასთან დაკავშირებით, დისკუსია დასრულებულია. „რაც შეეხება საერთო შეხვედრას, ეს შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება. ზოგადად, კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსია არის დასრულებული. ეს ყველამ ვიცით. დისკუსია დასრულდა. პარლამენტმა მიიღო ძალიან ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად, ხანგრძლივი განხილვების შედეგად ის დოკუმენტი, რომელიც არის ჩამოყალიბებული საბოლოო ჯამში ჯერ სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიის მიერ და მერე საპარლამენტო ფორმატში. კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსია არის დასრულებული",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)