|
2026-08-13 19:20:23, 275 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
11 აგვისტოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რითაც შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება - „18 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“. რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება არ არსებობდა, რადგან მიწოდება „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიამ განახორციელა. 2019 წლის 5 აპრილს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დაამტკიცა „პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების“ წესი. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას აღნიშნულ სტატუსს შემოსავლების სამსახური ანიჭებს. დოკუმენტით გათვალისწინებულია „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებაც. ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა 12 აგვისტოს იმ კომპანიის დასახელება მოითხოვეს, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი მიაწოდა. ისინი ამტკიცებენ, რომ მიწოდებული საწვავით შესაძლოა მოხდეს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგება. ამის გარდა, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ საწვავი „სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად დეფიციტი აქვთ“.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)