|
2017-09-26 17:49:16, 2135 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: მიღებულია კონსტიტუცია, რომელიც ყველა ნაწილში სჯობს წინას
„დღეს მიღებულია კონსტიტუცია, რომელიც ყველა ნაწილში სჯობს წინას", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს კონსტიტუცია, პარლამენტს და საპარლამენტო მოდელს აძლიერებს. "ეს კონსტიტუცია, აძლიერებს მოსამართლეებს; აძლიერებს იუსტიციის საბჭოს როგორც ინსტიტუტს; საკონსტიტუციო ორგანოდ აქცევს ჩვენ მიერ 2015 წელს შემოღებულ საპროკურორო საბჭოს და აძლიერებს საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობას; აძლიერებს ამომრჩეველს; ადამიანის უფლებების დაცვა აჰყავს უფრო მაღალ ხარისხში და რეალურად ისეთ მნიშვნელოვან აქტორებსაც კი მართლმსაჯულების პროცესში, როგორიც არის ადვოკატთა კორპუსი, უფრო მაღალ გარანტიებს სთავაზობს, და მრავალი სხვა სიკეთეა ამ კონსტიტუციით უზრუნველყოფილი. ამიტომაც ამ ტექსტს მივესალმები. მივესალმები ყველა დეპუტატის მხარდაჭერას, რომელი პარტიიდანაც უნდა იყოს, ვინც ხმა მისცა კონსტიტუციას, რადგან ეს არის ტექსტი, რომელიც მომავალში გამორიცხავს − ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში − ხელისუფლების უზურპაციას და, ასევე, გამორიცხავს, რაც მე მახსოვს თანამდებობაზე ყოფნისას, რომ ადამიანებს შორის შეიძლება არ იყოს კეთილი ურთიერთობები და ამან გამოიწვიოს ინსტიტუტებს შორის კრიზისი. ეს ყველაფერი არის ამიერიდან გამორიცხული და ეს ეპოქა არის დამთავრებული. მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა" დღეს მიკროფონებში მეტი დამაჯერებლობისთვის ბევრს ყვიროდა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ რეალური არგუმენტები, როდესაც ნახეს ვენეციის კომისიის დასკვნა; როდესაც ნახეს, რომ რეალურად ეს კონსტიტუცია ყველა ინსტიტუტს აძლიერებს და ქვეყანა კარგ, პროგრესულ მომავალზე არის ორიენტირებული. მათ როგორც სჩვევიათ, დატოვეს, გაიქცნენ. ისინი გარბიან დარბაზებიდან. ისინი, ასევე, გაიქცნენ უწყებათაშორისი კომისიის სხდომიდან, იმიტომ, რომ მათ აღარ აქვთ სხვა ძალა, გარდა იმისა, რომ გაიქცნენ და შექმნან შოუ. მთავარი ეს არ არის, მთავარი არის მომავალი; ამ კონსტიტუციის პირობებში კი ის არის დაბალანსებული საპარლამენტო მოდელი, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანის უფლებები, მაღალი ხარისხით დაცული", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. (NS)
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)