|
2017-09-26 17:21:03, 2193 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი ეწვევა
27-29 სექტემბერს, სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისსპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, კრისტიან ვიგენინი ეწვევა. კრისტიან ვიგენინი შეხვედრებს გამართავს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარესთან სოფიო ქაცარავასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელთან ნატალია ჯალიაშვილთან. „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება. კრისტიან ვიგენინის ჩამოსვლის მთავარი მიზანია უკეთ გაეცნოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ვითარებას, ამ კუთხით მიმდინარე რეფორმებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს. შეხვედრაზე ვიმსჯელებთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე და ამ პროცესში პარლამენტის როლზე. ასევე, განვიხილავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ჩვენი მოქალაქეების სოციალურ პრობლემებს და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატი არის კარგი შესაძლებლობა კონფლიქტის საკითხების განსახილველად და მსურს ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. კრისტიან ვიგენინი წეროვანში და თბილისის ზღვის ახალ უბანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას და სოფელ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს მოინახულებს
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)