22:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 10:33:51, 2128 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე პრემიერის გაეროში გამოსვლაზე: საინტერესო განაცხადი იყო და უკვე რამდენიმე ზარი მივიღე უცხოელი კოლეგებისგან

საგარეო ურთიერთობების საკითხში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე  გაეროს 72-ე ასამბლეაზე  გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლას ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.

ჯაფარიძის შეფასებით, პრემიერის სიტყვით  გამოსვლა   კომპლექსური და  კონცეპტუალურად დახუნძლული იყო.

 „ეს იყო ამბავი ჩვენი ქვეყნის შესახებ, რომელიც  პრემიერმა  მსოფლიო საზოგადოებას გაუზიარა. მან თავის გამოსვლაში აღნიშნა კიდეც, რომ ამ უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე ის წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, რომელიც ვითარდება.

ეს იყო ძალიან  საინტერესო განაცხადი და უკვე მივიღე რამდენიმე ზარი ჩემი უცხოელი კოლეგებისგან, რომელთაც ზუსტად ეს აღნიშნეს“,- აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics