23:12 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 18:17:10, 3340 ნახვა

პოლიტიკა
კვიციანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების მიმართ ხუმრობები კონტრდაზვერვამ უნდა გამოიძიოს

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმული ხუმრობების ავტორები სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ.

როგორც კვიციანმა აღნიშნა, ზოგიერთი ადამიანი ამ გზით პოლიტიკოსების დაშინებას ცდილობს და საკითხი გამოსაძიებელია.

„ბატონმა, თავგასიებულს რომ ეძახიან, ღლიცინი დაიწყო, რომ თურმე გაერო სახელმწიფო მგონია. ორგანიზაცია, რომელთანაც დაახლოებით 15 წელიწადი ვთანამშრომლობდი. და ვანო ჯავახიშვილი მასწავლის, რა არის გაერო და რამდენი ქვეყანა არის ამ გაეროში წარმოდგენილი. გაეროს გააჩნია თავისი უსაფრთხოების სამსახური. ეს ვაჟბატონები გამოდიან და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ პოლიტიკოსებმა ხმა ვერ ამოიღონ საქართველოში იმის შიშით, რომ არ დასცინონ მერე. არ არის ეს კონტრდაზვერვის გამოსაძიებელი? ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ“, - განაცხადა კვიციანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics