22:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 13:06:43, 2045 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკაში იმყოფება

„ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ასევე, მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის შიგნით ვიზალიბერალიზაციის კამპანიის პარალელურად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებლად გადავდგათ ნაბიჯები ქვეყნის გარეთაც, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რათა ნებისმიერ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით მოვახდინოთ პრევენცია“-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ისლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების კომენტირებისას. 

სახელმწიფო მინისტრმა 19 სექტემბერს ორმხრივი შეხვედრები  გამართა ისლანდიის იუსტიციის მინისტრთან სიგრითურ ანდერსენთან და იმიგრაციის დირექტორატის უფროსთან კრისტინ ვიოლუნდადოტირთან. შეხვედრებზე მთავარ თემად სწორედ საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი განიხილეს.

მხარეებმა იმსჯელეს  შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმის დარღვევების  აღსაკვეთად განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებზე როგორც საქართველოს, ისე ისლანდიის მხარიდან. სახელმწიფო მინისტრმა  დეტალურად ისაუბრა საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით წარმოებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ. თავის მხრივ, ისლანდიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა აღნიშნული მიმართულებით საკუთარი გამოცდილებისა და ექსპერტული დახმარების თაობაზე. „ისლანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის თაობაზე კონკრეტულად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ შეტანილი განაცხადი თავშესაფრის მოპოვების შესახებ დაკმაყოფილებული არ იქნება და საქართველოს მოქალაქები უმოკლეს პერიოდში დაბრუნებულები იქნებიან სამშობლოში“-აღნიშნა დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  გიგი გიგიაძემ შეხვედრების დასრულების შემდეგ.

შეხვედრებზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე. ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა ისლანდიურ მხარეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics