|
2017-09-16 11:07:35, 2179 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი: აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება
„ამერიკის შეეთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება და შესაბამისად, კონგრესის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, შეხვდრებზე ორ ძირითად საკითხს განიხილავდნენ - ოკუპირებულ ტერიტორიებს და თავისუფალ ვაჭრობას. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის საკითხი კონგრესმენებთან შეხვედრების დღის წესრიგის მუდმივი საკითხი იყო. „ტერიტორიულ მთლიანობა არის ის საკითხი, რომელზეც მუდმივად ვსაუბრობთ იმისთვის, რომ ამერიკის დღის წესრიგში რაც შეიძლება აქტიურად იყოს და მაქსიმალური მხარდაჭერა მივიღოთ მათი მხრიდან“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, აშშ-ში სენატში მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის გატანა და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება. ჩუგოშვილის თქმით, საქართველოს სრულ მხარდაჭერა აქვს და ვაშინგტონში საქართველოს მხარდამჭერთა და მეგობართა რიცხვი მხოლოდ იზრდება. „ყველაზე მნიშვნელონი მხარდამჭერი განცხადებები და რეზოლუციები სწორედ ბოლო წლების და ბოლო პერიოდის განმავლობაში იქნა მიღებული. რაც შეეხება კონკრეტულ თანამშრომლობას, ეს გამოხატულია როგორც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, იცით რომ ჩვენ ვატარებთ ერთობლივ ძალიან მასშტაბურ წვრთნებს, ასევე უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის კუთხით. ახლა ჩვენი მიზანია, რომ ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა გაძლიერდეს, დაიძრას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხი, გაიზარდოს პირდაპირი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში და ეს რა თქმა უნდა ირიბად დაკაშირებულია, მათ შორის, ტერიტორიულ მთლიანობასთანაც“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით 10-16 სექტემებრს იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი შედიოდნენ.
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)