|
2017-09-15 10:43:27, 2156 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვაკის მოსახლეობას შეხვდა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატები გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე წარუდგინა. მისი თქმით, დედაქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ გუნდურობით და თბილისის მოსახლეობის ერთიანობით არის შესაძლებელი. „ამისთვის საჭიროა გუნდი, ამისთვის საჭიროა ადამიანები, რომლებიც საკრებულოში თქვენი რაიონისთვის იმუშავებენ. ამისთვის საჭიროა გამგეობა და თითოეული თქვენგანის ძალისხმევა“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა. კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ გააცნო მისი ხედვა დედაქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უნდა აღიკვეთოს ქაოტური განაშენიანება, გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა, შეიქმნას მეტი მწვანე სივრცე, გაუმჯობესდეს და პოპულარული გახდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და განხორციელდეს ახალი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. თბილისის მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საჭიროებას. „მთავარია,ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რაც პრობლემაა არამარტო თბილისში, არამედ ზოგადად, ქვეყანაში. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გვყავდეს დასაქმებული და რაც შეიძლება, ნაკლები სოციალურად დაუცველი ჰყავდეს ქვეყანას. ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობების გამოვლენის შანსი და მოახერხოს თვითრეალიზება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატმა მაჟორიტარები უკვე ათივე რაიონში წარადგინა. (NS)
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)