20:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 09:00:32, 2269 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი კონსტიტუციის პროექტზე: პრეზიდენტის ბოსტანში დევს ვეტო, თუ აიღებს, არ ვიცი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, აშკარაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით  მმართველმა გუნდმა თავისი თავი  ჩიხში შეიყვანა.

მისივე თქმით, პოლიტიკური შეთანხმებისა და კონსესუსის გარეშე მაღალი ხარისხის ტექსტზე საუბარი  ძალიან დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე და კვალიფიკაციაზე მიანიშნებს.

"ხედავს, რომ ყველა უკმაყოფილოა და წინააღმდეგია იმისი, რაც ხდება. ახლა ერთადერთი არგუმენტი აქვთ, რომ თვითონ ტექსტი არის მაღალი ხარისხისო და უკეთესი, ვიდრე ძველი და თვითონ პროცესს რა მნიშვნელობა აქვსო. არადა კონსტიტუციაში პროცესია მნიშვნელოვანი. ბრძნული წიგნები და ჭკვიანური აზრები ბიბლიოთეკაში, წიგნებში უფრო მეტი წერია, ვიდრე ნებისმიერ კონსტიტუციაში. კონსტიტუციას ძალას აძლევს და სახელმწიფოს ფუნდამენტად აქცევს პროცესი, რომელშიც ჩართულია მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები, რომლებსაც დღეს წარმოადგენენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საქართველოში არიან. ამიტომ პოლიტიკური შეთანხმების და კონსესუსის გარეშე მაღალი ხარისხის ტექსტზე საუბარი უბრალოდ ძალიან დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე და კვალიფიკაციაზე მიანიშნებს, ძალიან რბილად რომ ვთქვა",-აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, არ იცის გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი  ვეტოს უფლებას.

"ვერ გეტყვით, პრეზიდენტის ბოსტანში დევს ვეტო, თუ აიღებს, არ ვიცი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, უსუფაშვილის განმარტებით, ამაყობს, რომ ისეთი პარლამენტის თავმჯდომარე იყო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა და კონსტიტუციას ზიანი არ მიაყენა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics