|
2017-09-07 05:12:30, 2234 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. როგორც მინისტრმა განმარტა, სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განხორციელებაა საჭირო და საინვესტიციო წყარო დიდწილად საბანკო დაფინანსებაა. “საუბარია იმაზე, რომ კომერციულ ბანკებს დროებით მფლობელობაში შეიძლება ჰქონდეთ საშუალება მიწის საკუთრებაში ქონის, ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ბანკებმა მოახდინონ სასოფლო-სამეურნეო მიწის გირაოში აღება. აქ საუბარია იმაზე, რომ ესენი არიან ქართული ინსტიტუციები, თუმცა ჩვენი ბანკების დიდი ნაწილი არის საერთაშორისო ბაზრებზე, მათი აქციები არის კვოტირებული და შესაბამისად, მათი მფლობელობის სტრუქტურა არის საერთაშორისო. თუმცა, ეს არის ქართული ინსტიტუციები და აქ საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მათ დროებით გამოიყენონ მიწა, რის შემდეგაც მათ, ისევე როგორც სხვა პირებს, უჩნდებათ ვალდებულება, რომ მიწა გასხვისდეს ქართველ მოქალაქეებზე. შესაბამისად, ეს უფრო არის დაზუსტებები, იმისთვის, რომ სწორად განვახორციელოთ მიწის პოლიტიკა. ეს არის დაზუსტებები, იმისთვის, რომ კომერციულ ბანკებს, რაც ყველაზე აქტუალური საკითხია, ჰქონდეთ სწორად და გამართული ფუნქციონირების საშუალება, რაც მიწის პოლიტიკასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მიერ განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო მხარდაჭერის პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, დინამიკა არის ძალიან პოზიტიური, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ძირითადად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საჭიროა ინვესტიციების განხორციელება სოფლის მეურნეობაში და საინვესტიციო წყარო დიდწილად არის საბანკო დაფინანსება. შესაბამისად, საბანკო ინსტიტუტის ურთიერთობა სასოფლო-სამეურნეო მიწასთან არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს საკითხები დასაზუსტებელი იყო“, - აღნიშნა მინისტრმა.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)