2026-08-13 16:13:34, 274 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, მანამდე საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი იყო. მან საქართველო 2026 წლის ივნისის ბოლოს დატოვა, რადგან მისი დიპლომატიური უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან