|
2017-09-01 12:42:47, 2088 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიიღებს
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი ამჯერადაც გააკეთებს სწორ არჩევანს და გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“, ანუ მათი კიდევ უფრო უკეთესი მომავლის სასარგებლოდ მიიღებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მზად არის, არსებულ გამოწვევებს უპასუხოს. „ყოველთვის მიყვარდა წვიმა, მაგრამ ამ ხანძრების ფონზე განსაკუთრებით შემიყვარდა. ამიტომ არ გვაშინებს არაფერი. ჩვენ წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. 21 ოქტომბერს ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს საკუთარი წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. ხალხი გადაწყვეტს, ვის ჩააბაროს მართვა ადგილობრივ დონეზე, ვინ იფიქრებს და იზრუნებს მეტად ხალხის საჭიროებებზე, ცხოვრების უკეთესი პირობის შექმნაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი ამჯერადაც გააკეთებს სწორ არჩევანს და გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“, ანუ მათი კიდევ უფრო უკეთესი მომავლის სასარგებლოდ მიიღებს. „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ გუნდს, აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ ჰყავდეს ძლიერი თვითმმართველობები და თითოეული მმართველი რგოლი ხალხის სამსახურში იდგეს. ამისათვის ახალი ენერგია გვჭირდება. დღევანდელობა განახლებულ დღის წესრიგს და მოთხოვნებს გვიყენებს და ჩვენი პარტია სრულიად მზად არის უპასუხოს ამ გამოწვევას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ზურგს უმაგრებს რეპუტაცია, პროფესიონალიზმი და წესიერება. „მაღალი პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, უნარი გაუმკლავდე ხალხის პრობლემებს, მიზანი გახადო ჩვენი თბილისი და მისი თითოეული უბანი უკეთესი, ის მთავარი მოთხოვნებია, რითაც შეირჩა ჩვენი გუნდის თითოეული კანდიდატი. სწორედ ამ ნიშნით არის შერჩეული თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე და „ქართული ოცნების“ მთლიანი გუნდი საკრებულოში. მინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, ვისაც ზურგს უმაგრებს რეპუტაცია, პროფესიონალიზმი და წესიერება. თითოეული მათგანი მზად არის, საკუთარი ცოდნა და ენერგია თბილისსა და თბილისელების სამსახურს მოახმაროს, რათა თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად იქცეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)