2026-08-13 13:38:59, 946 ნახვა
სამართალი
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებები მძღოლმაც მიიღო, ის კლინიკაში ბადრაგთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, გაწერის შემდეგ კი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან