13:39 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-25 01:33:49, 2375 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ვფიქრობთ, დღის ბოლოსთვის გაცილებით უკეთესი დინამიკა გვექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სტიქიის ზონაში დღის ბოლოსთვის ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდება. გიორგი კვირიკაშვილი ვარაუდობს, რომ 2 დღის მუშაობის შედეგებით, ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე გადავლენ, რომელიც შესაძლოა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდეს:

„უკვე ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და დღის ბოლოსთვის ვფიქრობთ, გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა.

თუმცა, როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე პროგნოზების გაკეთება, მაინც და მაინც სწორი არ არის, მაგრამ გამომდინარე იმ დინამიკიდან, რაც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს გვექნება გაერთიანებული ძალებით, ალბათ მივალთ იქმადე, რომ გადავალთ უკვე ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე.ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ სანამ საბოლოოდ არ მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს, ერთობლივი შტაბი გააგრძელებს მუშაობას“,-განაცხადა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, შედარებით რთული ვითარება არდაგანის მონაკვეთზეა.

„არდაგანში იყო წუხელ ცოტა გართულებული სიტუაცია, მაგრამ ავიაციის და ცოცხალი ძალის მეშვეობით, შესაძლებელია ამ ზონის განეიტრალება ისე, რომ არ გართულდეს. დღეს ერთ-ერთი ზონა რომელზეც კონცენტრირება ხდება არის ეგ.

ორადაა გაყოფილი ცოცხალი ძალა. სავარაუდოდ, ერთი ჯგუფი იმუშავებს წაღვერის მონაკვეთზე. კერძოდ, დღემე არსებული ძალა. დანარჩენ ზონებზე, სავარუოდ, საჯარისო ნაწილს განვათავსებთ და ავიაციასთან ერთად კონბინირებულად გავაგრძელებთ მუშაობას“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics