|
2017-06-19 11:23:37, 2524 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მმართველი გუნდი საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე პატრიარქთან შეხვედრას გამართავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეთანხმება პატრიარქს, რომ კონსტიტუციურ მონარქიას პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში სიმშვიდე შემოაქვს. თუმცა, კობახიძის თქმით, ამ საკითხზე განცხადებას მხოლოდ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ კომისიის სხდომაზე კონსტიტუციური მონარქიის საკითხზე საუბარი არ ყოფილა. "გვექნება აუცილებლად შეხვედრა პატრიარქთან და ამ შეხვედრის შემდეგ შეგვეძლება განცხადების გაკეთება ამ საკითხზე. ზოგადად, რაც ბრძანა უწმინდესმა, ეს ჭეშმარიტებაა, საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ ცხოვრებაში, სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა.ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი, შეხვედრა. კომისიის წევრებს ეს საკითხი არ დაუსვამთ. უნდა შევხვდეთ პატრიარქს",-განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ზოგადად კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტს გამორიცხავს.
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)