|
2017-06-16 14:14:25, 1934 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დავით უსუფაშვილი: ანა დოლიძესთან არანაირი შეთავაზება არ მქონია
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, ვინ იქნება მისი პოლიტიკური გუნდის მერობის კანდიდატი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „შენების მოძრაობაში“ ძალიან გამოცდილი ადამიანები არიან გაერთიანებული და მომავალშიც დაემატება სხვა წევრები, თუმცა, ვინ რა როლში იქნება, ეს მოგვიანებით გაირკვევა: „ჩვენ გუნდში გვყავს გამოცდილი არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ საჯარო სამსახურის საკმაოდ სერიოზული გამოცდილების მქონე ადამიანები. თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე იყო, ალუდა გოგლიჩიძე, რომელიც განათლების მინისტრის მოადგილე იყო, მერის მოადგილე იყო, ქალბატონი ნათია ლანდია, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროში ჯანდაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა იმ პირველ ორ წელიწადში 2012-2014 წლებში, როდესაც ყველაზე საინტერესო რეფორმები გატარდა იქ. სხვებიც, რომლებსაც აქვთ ძალიან მდიდარი გამოცდილება საჯარო სამსახურის და ისინი თავიანთ გამოცდილებას მოახმარენ ამ საქმეს. ვინ რა როლში ვიქნებით, ეს არის ძალიან კონკრეტული, სპეციფიური საკითხების აწონ-დაწონვის შემდეგ“,-აღნიშნა უსუფაშვილმა. მან არ დაადასტურა, ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს მერობის კანდიდატობა შესთავაზეს. „ანა დოლიძესთან არანაირი შეთავაზება და შემოთავაზება არ მქონია, ანა დოლიძეს ვიცნობ, 20 წელზე მეტია, ჩვენ ვართ კოლეგები არა მხოლოდ იმიტომ, რომ ორივე იურისტები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ორივე ვართ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები, მაგრამ ამ ეტაპზე ანა დოლიძე დაკავებულია იმ საქმით, რა საქმითაცაა დაკავებული. მე მას ვთვლიდი, დღესაც ვთვლი და ხვალაც ჩავთვლი თანამოაზრედ, იმ ადამიანად, რომელიც იმ თანამდებობაზე, სადაც მუშაობს, აკეთებს ქვეყნის შენების საქმეს, ასე რომ, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ამ ფორმატში და არანაირ სხვა ფორმატში“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)