|
2017-06-14 14:11:20, 2033 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იონათამიშვილი ოპოზიციას: საკუთარ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ტომარა გადააცვით და მთელი გადაცემა ასე ამყოფეთ
„თქვენ ხართ ის გუნდი, რომელმაც საკუთარ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გადააცვით ტომარა და მთელი გადაცემა ტომარით ამყოფეთ. სხვა ჟურნალისტებმა დააფიქსირეს პროტესტი, მათ ამის უფლება ჰქონდათ, მაგრამ მოიხსნეს პროტესტის შემდეგ და თქვენი ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან უნდოდა მოხსნა და წუხდა ამ ტომარის გამო, მაინც ბოლომდე ტომარაში ამყოფეთ“,-ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ბაქოში გადაყვანის საკითხზე, ევროპული საქართველოს წევრის, სერგო რატიანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკას. „არ მინდოდა, ამ თემით დაწყება, მითუმეტეს, რომ დღეს არის 14 ივნისი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღე, მაგრამ არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო და არ ვთქვა, რომ თქვენ ხართ ის გუნდი, ვინც საკუთარ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გადააცვით ტომარა და მთელი გადაცემა ტომარით ამყოფეთ. სხვა ჟურნალისტებმა დააფიქსირეს პროტესტი, მათ ამის უფლება ჰქონდათ, მაგრამ მოიხსნეს პროტესტის შემდეგ და თქვენი ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან უნდოდა მოხსნა და წუხდა ამ ტომარის გამო, მაინც ბოლომდე ტომარაში ამყოფეთ“,-აღნიშნა რატი იონათამიშვილმა. რაც შეეხება 14 ივნისს, რატი იონათამიშვილმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ მცდელობის მუხედავად, თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის პროცესი ჯეროვნად არ ხორციელდება. „ შშმ პირთათვის ფიზიკური გარემოს ადაპტირების მხრივ კერ კიდევ სასურველი მდგომაროება არ არის. გვჭირდება ერთიანი, გააზრებული შეზღუდული შესაძლებლობის სოციალურ მოდელზე დაფუძნებული პოლიტიკა როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეებზე. 2017 წელს ვიმუშავებთ აქტიურად, რათა შევქმნათ შესაბამისი სამართლებრივი გარანტიები. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მუშაობა კანონის ახალ პროექტზე და ამიტომ ჩნდება ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში, რომელიც ადმიანის უფლებებს ეხება და განსაზღვრავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას შშმ პირთა უფლების მიმართ. ჩვენი ამოცანაა, ამ ყველაფერს ეფექტური აღსრულების მექანიზმები გააჩნდეს“,-განმარტა რატი იონათამიშვილმა.
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)