|
2017-06-10 18:54:04, 2325 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ შევცვლით უკრაინას, ბოლოს მოვუღებთ პუტინს და ვიხსნით მთელ კავკასიას
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, აცხადებს, რომ „გაზპრომის“ უმსხვილესმა აქციონერმა ბიძინა ივანიშვილმა „დაშალა ქართული არმია და ქართული კონტრდაზვერვა“ და არჩევნების გაყალბებით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც ახლა ოპოზიციაშია, დარწმუნებულია, რომ ის და მისი თანამოაზრეები შეცვლიან უკრაინას, ბოლოს მოუღებენ პუტინს და იხსნიან მთელ კავკასიას. „რადგან რეალურად ერთმა ოლიგარქმა ყველაფრის პრივატიზება მოახდინა. ეს არის „გაზპრომის“ უმსხვილესი აქციონერი ივანიშვილი. მან, პირველ რიგში, დაშალა ქართული არმია და ქართული კონტრდაზვერვა, ანუ ის ინსტიტუტები, რომელთა არსებობაც რუსეთს აღელვებდა. და მან დაიწყო რუსეთთან ისეთი საკითხების გარშემო თანამშრომლობა, რაზეც არ უნდა მიდიოდეს დამოუკიდებელი და თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანი. და უკვე პირველმა ბზარმა იჩინა თავი კორუფციის სახით. და მეორე, რაც მე მაღელვებს, არის ის, რომ იგი რეალურად აყალბებს არჩევნებს და, როგორც ნამდვილი ოლიგარქი, განაგრძობს ძალაუფლების მითვისებას. მაგრამ ვფიქრობ, რომ ხალხი ამას დიდხანს არ მოითმენს, რადგან საქართველოს ხალხმა ერთხელ უკვე სცადა შეეცვალა ცხოვრება“, - განაცხადა სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის და მისი თანამოაზრეები შეცვლიან უკრაინას, ბოლოს მოუღებენ პუტინს და იხსნიან მთელ კავკასიას. "აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე ომში რამდენიმე ასეული პროფესიონალი ქართველი სამხედრო იბრძვის. მათგან 12-13 ქართველი ოფიცერი უკვე დაიღუპა. „ბევრ მათგანს პირადად ვიცნობდი, ამიტომ ეს ჩემი პირადი ტრაგედია და ტრავმაა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ყოფილი პრეზიდენტი შეეხო ჩეჩნების როლსაც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებაში და განაცხადა, რომ ჩეჩნების მონაწილეობა ძალიან ფასეული აღმოჩნდა აღმოსავლეთ უკრაინაში. „პუტინმა უკრაინაში შეაგზავნა კადიროვის მომხრე დაქირავებული მებრძოლები და ის, რომ უკრაინას ჩეჩნები იცავენ, ეს კარგად წარმოაჩენს თავად ჩეჩნებს. რუსეთის იმპერიის ბედი წყდება უკრაინაში, მათ შორის წყდება ჩეჩენი ხალხის და საქართველოს ბედი და ჩეჩენი მამაკაცები და ქალები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში ომობენ, ისინი ჩეჩნეთის თავისუფლებისთვისაც იბრძვიან. ეს ჩემში არავითარ ეჭვს არ იწვევს. ჩვენ შევცვლით უკრაინას, ბოლოს მოვუღებთ პუტინს და ვიხსნით მთელ კავკასიას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)