|
2017-05-30 21:42:05, 1851 ნახვა
პოლიტიკა
„პოლონელებმა და ქართველებმა დიდი ტკივილი მიიღეს ძლიერი მეზობლისგან, ამიტომ დღეს მტკიცედ იცავენ საერთაშორისო წესრიგს“
პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას და პირველი ლედის აგატა კორნჰაუზერ-დუდას პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელით პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო სადილი გაიმართა. საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა სახელმწიფო სადილზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და პოლონელ და ქართველ ხალხს კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს. ,,ქართველები პოლონელთა მხარდამხარ იბრძოდნენ და 1918 წელს გმირულად იცავდნენ პოლონეთს ბოლშევიკების აგრესიისაგან. ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაცია ასევე მიუღებელი იყო პოლონეთისათვის. მართალია, საქართველოს ემიგრაციული მთავრობა საფრანგეთში დასახლდა, მაგრამ იუზეფ პილსუდსკის გარდაცვალებამდე ისინი ფინანსურ დახმარებას პოლონეთიდან ღებულობდნენ. ბატონო პრეზიდენტო, მე მოხარული ვარ რომ თქვენი ვიზიტის ფარგლებში თბილისში გენერალ იუზეფ პილსუდსკის ქუჩა გაიხსნება. ჩვენ ხალხებს ყოველთვის აერთიანებდა თავისუფლების სიყვარული და თავგანწირვა უკეთესი მომავლისა და საერთო კეთილდღეობისათვის. ამ სულისკვეთებამ ჩვენ არამხოლოდ ერთიანი იდეალები, არამედ საერთო გმირებიც დაგვიტოვა. ისტორიამ შემოგვინახა გრიგოლ ფერაძისა და სხვა მამუმლიშვილთა სახელები, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს პოლონეთის კეთილდღეობაში. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს საქართველოს ეროვნული გმირის, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისი აღმატებულება ბატონი ლეხ კაჩინსკის თავგანწირვას, რომელიც 2008 წელს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იდგა თბილისში, ჩვენს გვერდით, რათა საქართველო რუსეთის სამხედრო აგრესიისაგან დაეცვა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პოლონეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობისათვის პოლონელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პოლონეთი ვერასოდეს შეეგუება საქართველოს ოკუპაციას. ,,პოლონეთი არასდროს შეეგუება კანონის დარღვევით, სამხედრო და ეკონომიკური შანტაჟით თუ შეიარაღებული აგრესიით საერთაშორისო წესრიგის დარღვევას. თანმიმდევრულად და უცვლელად ვემხრობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მხარს ვუჭერთ საქართველოს სრულ სუვერენიტეტს. პოლონელებმა და ქართველებმა ძალიან დიდი ტკივილი მიიღეს ძლიერი მეზობლისგან, ამიტომ დღეს მტკიცედ იცავენ თავისუფალ სამყაროს და საერთაშორისო წესრიგს. დიდი სიხარულით მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უცვლელად ორიენტირებულია დასავლურ სამყაროზე. პოლონეთი ყოველთვის უჭერდა მხარს ევროკავშირის და ნატო-ს გახსნილობას იმ ახალ სახელმწიფოებზე, რომლებიც იზიარებენ მათ ღირებულებებს", - აღნიშნა ანდჟეი დუდამ.
ევროკომისიის სპიკერი: EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის
ინაშვილი კობახიძეს-რატომ ხურავთ სასამართლოს რა არის აქ დასამალი თუ იმას შიშობთ, რომ ღარიბაშვილი თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამას ხალხი გაიგებს?
მიკრობანკებს სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემაც შეეძლებათ - კანონპროექტი
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)