|
2017-05-24 12:29:00, 2082 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: მხოლოდ პრობლემები შექმნა იმ რეფორმამ, რომელიც შერგელაშვილის მხარდაჭერით იყო მიღებული
„მესმის მისი განაწყენება, რადგან თვითონ არის ეს ადამიანი ავტორი რეფორმის, რომელიც განხორციელდა თვითმმართველობასთან დაკავშირებით, თუმცა პრაქტიკაში ეს იყო ძალიან მძიმე შედეგი“,-ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი კახი კალაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებას თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. კერძოდ, შერგელაშვილი, რომელიც თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ავტორია, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას ეწინააღმდეგება. „მესმის მისი განაწყენება, რადგან თვითონ არის ეს ადამიანი ავტორი იმ რეფორმის, რომელიც განხორციელდა თვითმმართველობასთან დაკავშირებით, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ პრაქტიკაში ეს იყო ძალიან მძიმე შედეგი, რომელიც იქნა მიღებული, რადგან გარკვეული პრობლემები წარმოქმნა ერთ პატარა ქალაქში მერის არსებობამ, გამგებლის არსებობამ . ძალიან გაიზარდა ბიუროკრატია, ძალიან გაპრობლემდა პრობლემების მოგვარება, კონკრეტული პროექტების განხორციელება. მხოლოდ და მხოლოდ პრობლემები შექმნა იმ რეფორმამ, რომელიც იყო მიღებული კონკრეტულად მაგ პიროვნების და იმ კონკრეტული პარტიის მხარდაჭერით, რომელიც კოალიციაში იყო“,-აღნიშნა კალაძემ. შეგახსენებთ, 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები“, სადაც რეფორმის მიმართულებები და ეტაპებია გაწერილი, ხოლო 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „თვითმმართველობის კოდექსი“. რეფორმის პირველ ეტაპზე მოხდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და მერების/გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა. თუმცა, ახლა კეთდება განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება იგეგმება.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)