|
2026-11-09 17:27:57, 366 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
თბილისში რეგიონული კონფერენცია გაიმართა. მთავარი თემები ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ვაჭრობის დაფინანსება, შესაბამისობა და ტრანსსასაზღვრო გადახდები იყო. ღონისძიებას საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა (ICC Georgia), რაიფაიზენ ბანკ ინთერნეიშენალმა (RBI), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) უმასპინძლეს. ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობდნენ რეგულატორების, კომერციული ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები დსთ-ის (CIS) რეგიონიდან - მსხვილი ექსპორტიორები და იმპორტიორები, ასევე ლოგისტიკური კომპანიები. ღონისძიებამ ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა: გასცნობოდნენ ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების სფეროში არსებულ გამოწვევებს; მიეღოთ ინფორმაცია მარეგულირებელ ცვლილებებზე და გაეზიარებინათ გამოცდილება რეგიონში წამყვანი სპეციალისტებისგან, კომერციული ბანკებისა და მარეგულირებელი ორგანოების მაღალი რანგის პროფესიონალებისგან. კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებზე მონაწილეებმა განიხილეს გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენა სავაჭრო ურთიერთობებზე, შესაბამისობის მოთხოვნები და მათი გავლენა ბიზნესის საქმიანობაზე. ასევე ისაუბრეს ევრაზიული სავაჭრო დერეფნების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების როლზე, განიხილეს რეგიონში ვაჭრობის დაფინანსების შესაძლებლობებიც. პირისპირ შეხვედრებმა მონაწილეებს საშუალება მისცა, დაემყარებინათ პროფესიული კავშირები პოტენციურ პარტნიორებთან. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ თიბისი, საქართველოს ბანკი, ბაზისბანკი და Argos Advisory.
მიკრობანკებს სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემაც შეეძლებათ - კანონპროექტი
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)