|
2017-05-24 10:32:37, 2196 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: მარატ კულახმეტოვი ჩვეულებრივი ოკუპანტია
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, რუსეთის მიერ ცხინვალში მარატ კულახმეტოვის ე.წ. ელჩად დანიშვნას მორიგ პროვოკაციად აფასებს. როგორც დოლიძემ აღნიშნა, კულახმეტოვის ე.წ. ელჩად დანიშვნა ერთგვარი ცინიკური ნაბიჯია. "კულახმეტოვი ჩვეულებრივი ოკუპანტია, ისევე როგორც სხვა რუსი სამხედროები, რომლებიც ადგილზე არიან. ამიტომ ერთგვარ ცინიკურ ნაბიჯადაც შეგვიძლია აღვიქვათ ის, რომ ცხინვალში ელჩად სწორედ კულახმეტოვი მოავლინეს. მე მახსოვს კულახმეტოვი ვენაში ჩემი ელჩობის პერიოდში. კულახმეტოვი ცხინვალში ე.წ მშვიდობისმყოფელი იყო და ეს ნაბიჯიც მორიგი პროვოკაციაა", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის დე-ფაქტო ელჩად მარატ კულახმეტოვი დანიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)