2017-04-19 11:59:18, 1747 ნახვა
საზოგადოება
ჯანელიძე - ჯერჯერობით არ დასტურდება, რომ გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ქართველია
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ჯერჯერობით არ დასტურდება, რომ შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ქართველია.
როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და ქართული მხარე პროცესში მაქსიმალურად იქნება ჩართული.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. იმედს ვიტოვებ, რომ ინფორმაცია რომელიც ვრცელდება ქართველთან დაკავშირებით არ დადასტურდება და ასევე დაკარგულების მოძებნა იქნება შესაძლებელი. ჩვენ ვართ კონტაქტზე და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ვიმოქმედებთ. დამატებით ინფორმაციას შემდეგ მოგაწვდით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძე.
შეგახსენებთ, შავ ზღვაში სატვირთო გემი „გეროი არსენალა“ ჩაიძირა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან