01:44 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 15:26:40, 2430 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ბატონი გივი იყო უაღრესად სუფთა ადამიანი, მისმა გარდაცვალებამ ყველას დაგწყვიტა გული

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლის კობახიძის განცხადებით, სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი უაღრესად სუფთა ადამიანი იყო და მან მთელ საზოგადოებას გული დაწყვიტა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გივი ბერიკაშვილის ღვაწლი ქართული კინოსა და თეატრის წინაშე ფასდაუდებელია.

„ყველას დაგვწყვიტა გული ბატონი გივის გარდაცვალებამ. ეს იყო უაღრესად სუფთა და ყველასთან საყვარელი ადამიანი. ფასდაუდებელია ბატონი გივის ღვაწლი ქართული კინოს, თეატრისა და ზოგადად ქართული კულტურის წინაშე“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დასრულდა. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს.

სამოქალაქო პანაშვიდს ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გივი ბერიკაშვილს 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics