|
2017-04-12 10:50:39, 1579 ნახვა
საზოგადოება
TBILISI OPEN AIR 2017 იწყება
ალთერ ვიჟენ ჯგუფი წარმოგიდგენთ, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს, TBILISI OPEN AIR 2017-ს. მსმენელის წინაშე წელს ARCHIVE, ANATHEMA, LENINGRAD, SEVDALIZA, ALEX.DO, OXIA, SOFT EJECT, YOUNG GEORGIAN LOLITAZ და კიდევ 20-ზე მეტი ქართველი არტისტი წარდგება. TBILISI OPEN AIR 2017 - 16, 17 და 18 ივნისს, ფესტივალის მიმდინარე მისამართზე - ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ლისი ვანდერლენდში გაიმართება. სამი დღის განმავლობაში ფესტივალი სტუმრებს სამ განსხვავებულ სცენას, შეუზღუდავ მუსიკალურ ჟღერადობასა და უამრავ სახალისო და გასართობ აქტივობას შესთავაზებს. ფესტივალზე მოსულ მსმენელს TBILISI OPEN AIR 2017 საფესტივალო ქალაქში სრულად გამართულ ინფრასტრუქტურას დაახვედრებს. ინტერესი ფესტივალის მიმართ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ძალიან დიდია, ტურისტული ნაკადის შემოსვლა დაგეგმილია შემდეგი მეზობელი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, უკრაინა, რუსეთი და თურქეთი. ბილეთების გაყიდვა დაიწყება 12 აპრილს ონლაინ, tkt.ge-ზე, ასევე სპორტის სასახლის წინ განთავსებულ ფესტივალის სალაროსა და ფილარმონიის სალაროებში. პირველ ეტაპზე, 12 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით გაიყიდება მხოლოდ ლიმიტირებული 1,500 ცალი აბონიმენტი, რომლის ფასი 100 ლარია. TBILISI OPEN AIR 2017-ის მეგობარი კომპანიაა - თიბისი ბანკი, რომელიც ფესტივალის სტუმრებს სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს. თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათით ბილეთის ყიდვის შემთხვევაში იმოქმედებს 20%-იანი cashback სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ აბონიმენტის შეძენა 100 ლარის ნაცვლად, 80 ლარად იქნება შესაძლებელი. 29 აპრილიდან, აბონიმენტების გარდა, დაიწყება ყოველდღიური ბილეთების გაყიდვაც. აბონიმენტის საბოლოო ფასი კი 150 ლარი გახდება. TBILISI OPEN AIR ამიერკავკასიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელიც პირველად 2009 წელს ჩატარდა. ფესტივალი წლიდან წლამდე ვითარდება და უფრო საინტერესო ხდება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მსმენელისთვის. ფესტივალს ყოველწლიურად ესწრება 50 000-მდე ადამიანი, მათ შორის 5,000-მდე ტურისტი.
(R)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)