|
2017-04-11 18:24:26, 1634 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: ე.წ. ნაზღაიძის საქმე, ოპონენტების მიერ ხელოვნურად შექმნილი სახელია
საკრებულოს ოპოზიციამ დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მიწის გადაცემის საკითხზე განმარტება მოსთხოვა. კერძოდ, ნარმანიას სთხოვეს პასუხი გაეცა კითხვაზე, თუ რატომ დაუმალა მან საკრებულოს დოკუმენტაცია, რომ ნატა ნაზღაიძის ძმა არ იყო იმ მიწის მესაკუთრე, რომლის სანაცვლოდაც მათ მილიონი ლარი აჩუქეს. აღნიშნული თემის განხილვას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. დავით ნარმანიას განცხადებით, ეს არა ნაზღაიძის, როგორც ამას ოპონენტები უწოდებენ, არამედ მოქალაქე ჩოხელის საქმეა, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალდა. მისივე თქმით, ჩოხელის თხოვნა კომპენსაციის თაობაზე მერიამ დააკმაყოფილა. „ე.წ. ნაზღაიძის საქმე - ესაა ოპონენტების მიერ ხელოვნურად შექმნილი სახელი. ჩემთვის ესაა მოქალაქე ჩოხელის საქმე. ის დაზარალდა სტიქიის შედეგად. მან 3 ივლისს მიმართა მერიას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. სხვათაშორის, გიგი უგულავას დროს მას მისცეს ეკონომიკური წარმოების უფლება. სტიქიამდელი ფასი საკმაოდ მაღალია. როცა მოქალაქემ მოგვმართა შესაბამისი წესების დაცვით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მართლაც ძალიან დაზარალებული მოქალაქის ტერიტორიის მონაცვლეობასთან და კომპენსაციასთან დაკავშირებით. ის, თუ რა სახის ვალდებულება ჰქონდა მას სხვასთან, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ მოგვამართა მოქალაქე ჩოხელმა და დავაკმაყოფილეთ კომპენსირების სახით. გვერდზე დავუდექით დაზარალებულ მოქალაქეს, ისევე როგორც ეს გავაკეთეთ დაზარალებული ელიზბარაშვილების და სხვების შემთხვევაშიც. ირაკლი ნადირაძემ რატომ გაიმეორა დასმული შეკითხვა ამ საკითხზე, ჩემთვის უცნობია. შეეძლო მას დრო სხვა კითხვისთვის გამოეყენებინა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)