|
2017-04-11 13:46:03, 2258 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დედაზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კ.ე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლით დამნაშავედ სცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს კ.ე. მივიდა მშობლების საცხოვრებელ სახლში და დედას ტელეფონის აპარატი ესროლა, რომელიც ამ უკანასკნელს სახის არეში მოხვდა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. უწყების ცნობით, კ.ე. დედამისს ასევე სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. „სამართალდამცველებმა კ.ე. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 111, 151-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ე. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)