00:54 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 18:38:02, 1499 ნახვა

საზოგადოება
NATO-ს დღეების ფარგლებში, სკრაში მიმდინარე განაღმვით სამუშაოებს სტუდენტები და იუნკერები გაეცნენ

NATO-ს დღეების ფარგლებში, სსიპ “NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა” და “NATO-ს ნდობის ფონდის” ორგანიზებით, გორის რაიონში, სოფელ სკრაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის “NATO-ს ნდობის ფონდის” პროექტ  „საქართველო 4“ ის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა. 

პროექტი 2008 წლის ომის დროს სკრის საბრძოლო მასალების საცავის აფეთქების შედეგად  დარჩენილი საფრთხის შემცველი საბრძოლო მასალებისგან ტერიტორიის გაწმენდას ითვალისწინებს. სამუშაოებს სახელმწიფო სამხედრო ტექნიკური ცენტრი „დელტა” საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები ადგილზე გაეცნენ განაღმვითი სამუშაოების სპეციფიკას, პროექტის მიმდინარეობის, მისი სამხედრო, ტექნიკურ და ჰუმანიტარულ ასპექტებს. სტუდენტებმა და იუნკერებმა დაათვალიერეს პროექტის ფარგლებში შეძენილი და „დელტას“ მიერ შეჯავშნილი საინჟინრო ტექნიკა და სამუშაოების შედეგად ამოღებული საბრძოლო მასალები.

NATO-ს დღეები საქართველოში 2 აპრილს დაიწყო და 11 აპრილამდე გასტანს. NATO-ს დღეები საქართველოში წელს მეათედ აღინიშნება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics