00:36 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 17:02:55, 1687 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ლილო-ორხევის საუბნო განყოფილებების ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში,  საგზაო სამუშაოები 5 მისამართზე  დასრულდა.  

თბილისის მერიის ინფორმაციით, კაკლიანის, მერი მდივნის,  ფრანგულიანისა და ჩანტლაძის  ქუჩებზე  სოფ. წინუბანში, ლილოს დასახლების 1 კვარტალში და  107-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ  16 350 მ2  ასფალტის ახალი საფარი დაიგო.  

მათივე ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები დამატებით კიდევ  ოთხ მისამართზე მიმდინარეობს.  
ასევე დაგეგმილია ორხევისა და თეთრიხევის დასახლებაში ცენტრალური გზის საფარის სრული რეაბილიტაცია.  

გარდა ამისა,  სამგორის რაიონში საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის სისტემების მოწყობა მიმდინარეობს.  

ლილო-ორხევის საუბნო განყოფილებების ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საბავშვო სკვერებისა და სტადიონების  რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. 

ამ დროისთვის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 მისამართზე არსებულ სტადიონს. 2 მისამართზე კი სკვერი  მოეწყო.   უახლოეს მომავალში, დაგეგმილია კიდევ ერთი სკვერის კეთილმოწყობა. 

აღნიშნული სამუშაოები 2 მისამართზე უკვე დასრულდა.  

(NS) 

 


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics