2017-04-01 22:23:32, 1673 ნახვა
საზოგადოება
ამაღლების ქუჩაზე 12:00-დან 22:00 საათამდე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება
თბილისში, ამაღლების ქუჩაზე 12:00-დან 22:00 საათამდე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია განმარტებული, მოძრაობა საგზაო სამუშაოების გამო შეიზღუდება.
"საგზაო სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება შეზღუდული იქნება 2 აპრილის 12:00-დან 22:00 საათამდე. შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს, საგანგებო სამსახურსა და საპატრულო პოლიციას.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან