00:12 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 15:32:08, 1829 ნახვა

საზოგადოება
ვილნიუსის მერის სიურპრიზი საქართველოს მოქალაქეებს - „ახლოს, ვიდრე ოდესმე“

ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას განსაკუთრებულად ეხმიანება.

ქალაქის მერი, რემიგიუს შიმაშიუსი სოციალურ ქსელ Facebook-ში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ვილნიუსში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს ინგლისურ-ქართული ბანერით ხვდებიან.

"ახლოს, ვიდრე ოდესმე" , - ასე ხვდებიან საქართველოს მოქალაქეებს ლიტვის დედაქალაქში. 

"გუშინ ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და საქართველოს მოქალაქეებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ ევროპულ ქვეყნებში გადაადგილება. პირველი ქართველი სტუმრები მალე ჩამოფრინდებიან ვილნიუსის აეროპორტში, ჩვენ მათ ასეთი სიურპრიზი მოვუმზადეთ. 

საქართველო - ისე ახლოს, როგორც არასდროს!", - წერს ვილნიუსის მერი.

ამასთან, ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ფოტოს ავრცელებს, თუ როგორც ხვდებიან ლიტველები პირველ უვიზო მგზავრებს ვილნიუსში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics