|
2017-03-28 11:26:45, 1352 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრში ახალი სარეზერვო სერვერული ცენტრი შეიქმნა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მონაცემთა ბაზის სარეზერვო სერვერული ცენტრი შეიქმნა. ცენტრის შექმნის მიზანი საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის დაცვა, სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება და უსაფრთხო მომსახურებაა. „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილია ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული რეგისტრაციების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის დაზიანებამ ან დაკარგვამ შეიძლება სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. აღნიშნული ინფორმაციის დაცვისთვის აუცილებელი გახდა მაღალმდგრადი და სწრაფად აღდგენადი სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც საშუალებას მისცემს სააგენტოს, კრიზისულ პერიოდშიც უზრუნველყოს მონაცემთა მთლიანობა და სერვისის უწყვეტობა. სარეზერვო ცენტრის ჩამოყალიბება სწორედ ამ მიზანს ემსახურება",-განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ. სარეზერვო ცენტრი, სტანდარტების თანახმად, განთავსებულია პირველადი ცენტრისაგან მოშორებით და იგი ემსახურება ინფორმაციის რეზერვირებასა და პირველადი მონაცემთა ბაზის პარალელურად ფუნქციონირებას. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. „საჯარო რეესტრი წლებია აქტიურად მუშაობს სააგენტოში არსებული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვასა და სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებაზე. ამ მიზნით ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რომელსაც სარგებელი თანაბრად მოაქვს როგორც უწყებისთვის, ასევე ჩვენი სერვისების მომხმარებლებისთვის. სააგენტო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ISO 27001 -ის დანერგვა და სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ პროგრამებში ე.წ. "დამცავი კოდის" გამოყენება დაიწყო, რაც ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. ასევე დავიწყეთ IT ინფრასტრუქტურის გაფართოება და ავტომატიზაციის გაზრდა "ღრუბლოვანი" ტექნოლოგიების გამოყენებით. ამას გარდა ვმუშაობთ ბლოკჩეინტექნოლოგიის სრულად გამოყენებაზე" - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ჩაჩხუნაშვილმა. სარეზერვო სერვერული ცენტრის შექმნა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა. (NS)
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)