00:02 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 19:19:52, 1795 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ლიგა დაიწყო!

25-26 მარტს, თბილისის ლიგის პირველ ტურს „მარაკანასა“ და „ავაზას“ სტადიონებმა უმასპინძლა.

შეხვედრები საინტერესო, უმეტეს შემთხვევაში დაძაბულ ორთაბრძოლებში წარიმართა და გულშემატკივართა დიდი ინტერესიც გამოიწვია.

პირველი ლიგა „თბილისი სითისა“ და „დანილენდის“ თამაშით გაიხსნა და სითის გამარჯვებით 4-2 დასრულდა. გამორჩეული შეხვედრა „თ.ს აკადემიასა“ და „დელ-მარის“ დაპირისპირება იყო. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ ფრედ 5-5 დასრულდა. ტურის გამორჩეული ფეხბურთელი კი განელი ლეგიონერი ემანუელ იაგერი გახდა, რომელმაც „ს.ფ.კ ლოკომოტივის“ კარში 5 გოლი გაიტანა.

უმაღლესი ლიგა მოყვარულთა თასი 2016-ის გამარჯვებული „სეუსა“ და თბილისის ლიგა 2016-ის გამარჯვებული „კვარტალის“ დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვერდა „სეუს“ უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3-0 დასრულდა.

უმაღლესი ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი „ნახალოვკის“ ნახევარმცველი გიორგი ჩივაძე გახდა, რომელიც „35-ე თბილისის“ კარში გატანილი სამი გოლის გარდა ბრწყინვალე თამაშით გამოირჩა.

უმაღლესი და პირველი ლიგის შედეგები, სატურნირო მდგომარეობა და ბომბარდირთა დავა შემდეგნაირად გამოიყურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics