|
2017-03-27 17:51:01, 1144 ნახვა
საზოგადოება
ჯანელიძე: უვიზო მიმოსვლის ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის
„საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია და მას უდიდესი პოზიტიური შედეგები მოაქვს ყველა სფეროსთვის“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთ დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა მათ სრულად მიიღონ ის სარგებელი რასაც ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა გვთვაზობს. შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში დარეკოთ ნომერზე 294 50 50 ან ეწვიოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკონსულოს ვებგვერდებს“,-განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, მთავრობას სრულად აქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის პირობებში შესაძლო დარღვევას შეიძლება მოჰყვეს. ამასთან, საქართველოს მთავრობას სრულად აქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის პირობებში შესაძლო დარღვევას შეიძლება მოჰყვეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს, დაიცვას, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ვადები და პირობები. ჩვენ ვაგრძელებთ მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს შესაძლო რისკებისა და პოტენციური საფრთხეების შემცირებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოიცავს საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალურ ინფორმირებულობას უვიზო მიმოსვლის შესახებ. ეს არის მთავრობის ინიციატივა და მე პირადად არაერთ შეხვედრას ვმართავ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მოქალაქეების ინფორმირების მიზნით. მაშ ასე კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ საერთო წარმატებას და მოგიწოდებთ კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ თავი და შევაყვაროთ საქართველო ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რადგან საქართველო ევროპული ცივილიზაციის ბუნებრივი ნაწილია“,-განაცხადა ჯანელიძემ.
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)