|
2017-03-23 19:53:53, 1368 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო. „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში ცვლილებები (სულ 20 საკანონმდებლო აქტი) პარლამენტის პლენარულ სესიაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა წარადგინა. მინისტრის განცხადებით, ცვლილებათა პაკეტი წინა წლებში დაწყებული სისტემური რეფორმების გაგრძელებაა და მისი მიზანია პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება, ადამიანის უფლებათა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფა, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა. საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელის აღსრულების სფეროში არაერთი უპრეცედენტო სიახლის დანერგვას ითვალისწინებს, მათ შორის: პენიტენციურ სისტემაში იქმნება სრულიად ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; არასაპატიმრო სასჯელის სახე შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება; მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პერიოდში უმაღლესი განათლების მიღების უფლება ექნებათ; კონკრეტული კატეგორიის მსჯავრდებულ დედებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება ენიჭებათ; იცვლება უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვის საკითხი; იხვეწება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი; განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემნის უფლება ენიჭება; მკვეთრად მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები; მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება სასამართლოს კომპეტენცია ხდება, ასევე, იცვლება სასჯელის აღსრულების გადავადების საკითხი; მძიმდება სასჯელი დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გაქცევისთვის; რეგულირდება პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლთან დაკავშირებული საკითხები; იცვლება ტელევიზორით სარგებლობასთან დაკავშირებული წესები და სხვა. დეპუტატები წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით დაგეგმილ სიახლეებს დადებითად აფასებენ. მათ სესიაზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და მინისტრს შეკითხვები დაუსვეს. კახა კახიშვილმა მათ შეკითხვებს უპასუხა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობისას გაითვალისწინა საერთაშორისო ორგანიზაციათა რეკომენდაციები, ასევე, სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. გარდა ამისა, გაიზიარა სახალხო დამცველის აპარატის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვების დროს გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები. სამინისტრო კვლავ მზადაა დაინტესებულ მხარეებთან ითანამშრომლოს. (NS)
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)