|
2017-03-23 16:51:16, 1219 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკომ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და ათამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. მინისტრის განცხადებით, სადაზღვევო ინდუსტრიასთან კომუნიკაცია ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი სტაბილურობა სამინისტროს ინტერესებშიც შედის. „ამ წლების განმავლობაში მრავალ საკითხზე გვქონდა მსჯელობა როგორც ტაქტიკური, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დაზუსტება განხორციელდა, რამაც სრულიად ახალი სურათი დაგვანახა და გამოვლინდა საჭიროება, რომ ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულად გადაგეგმარდეს ახალი გამოწვევების და ახალი რეალობის პასუხად“ სადაზღვევო ინდუსტრიამ პროგრამაში დაგეგმილ ცვლილებების შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღების მზადყოფნა გამოხატა. როგორც კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს პროგრამაში შემავალ ცვლილებებთან შენიშვნები არ აქვთ, დასაზუსტებელია მხოლოდ ტექნიკური დეტალები, რასაც სამუშაო ფორმატში განიხილავენ. სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ბენეფიციართა გამიჯნვა მოხდა შემოსავლის მიხედვით, რაც მათ კომპანიებზე დადებითად აისახება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები არსებული კერძო სამედიცინო პაკეტების გაძვირების მიზეზი არ გახდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შემავალ ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ძალაში მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ შევა.
(NS)
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)