|
2017-03-23 11:03:54, 1127 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე საქართველოში ბლოკჩეინტექნოლოგიის დანერგვაზე ისაუბრა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძე ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე მოხსენება „ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში - რევოლუცია მიწის ადმინისტრირების სფეროში" წარადგინა. „ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში - რევოლუცია მიწის ადმინისტრირების სფეროში" საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში ინტეგრირებას მიეძღვნება. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ ინოვაციას უძრავი ქონების რეგისტრაციაში იყენებს. „იუსტიციის სამინისტრო საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე უწყებაა. 21-ე საუკუნის ეს მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტა წინგადადგმული ნაბიჯია როგორც პრაქტიკული კუთხით, ისე საერთაშორისო დონეზე ქვეყნის წარმოსაჩენად. ჩვენ, კომპანია „ბიტფურთან"ერთად, მინიმალურ დროში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის და დღეს უკვე ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად აისახება. ბლოკჩეინში მოხვედრილი მონაცმების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია. შესაბამისად, ბლოკჩეინის მეშვეობით, საჯარო რეესტრი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომსა და გამჭვირვალეს ხდის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების დაცვის კუთხით" - აღნიშნა პაპუნა უგრეხელიძემ. კონფერენცია, რომლის თემა მიწის მმართველობა და სიღარიბის დაძლევაა, მიწის მმართველობის სფეროში ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს და მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ .მიწის მმართველობისა და სიღარიბის თემაზე მსოფლიო ბანკის რიგით მე-18 კონფერენცია ქ. ვაშინგტონში იმართება. კონფერენცია 24 მარტს დასრულდება.
(NS)
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)